Saturday, April 22, 2017

ინტელის პროექტი

ადამიანი და საზოგადოება


კურსის რეფლექსია
გავეცანი ინტელის კურსის მოდულებს. ვისწავლე პროექტის დაგეგმვა,სასწავლო  ნიმუშების შექმნა,ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში,ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. დავეუფლე ნაშრომების გაზიარების ტექნიკას.ასევე შევისწავლე პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდის შექმნა,სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა, პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლებისას.
      შესწავლილ საკითხებს გამოვიყენებ სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის.
                                    22.04.2017

Saturday, April 8, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მე-5 და მე-6 მოდულზე. ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება და გაზიარება ჩვენს ბლოგზე. ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები. შევქმენით მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაცია.გავეცანით შეფასების რუბრიკებს. ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების გზებზე. 8.04.2017

Sunday, April 2, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

მეცადინეობამ საინტერესოდ ჩაიარა.განვიხილეთ მოდული 3.კავშირები. ვისწავლეთ კვლევის ფორმების გაკეთება. ერთმანეთში გაზიარება და პასუხების მიღება ექსელის ფორმით.ბლოგში თემის არჩევა გვერდების ჩასმა და მასში სხვადასხვა ინფორმაციისცასმა,ბლოგზე ბმულის დამატება და გამოქვენება.დავიწყეთ მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შექმნა. მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაციის შექმნა.  
                                                   2.04.2017

Saturday, April 1, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-5 დღეს წავიკითხეთ მე-3 მოდული. კავშირები.გავიგეთ ერთმანეთს როგორ გავუზიაროთ პრეზენტაცია.როგორ მივცეთ უკუკავშირი.გავეცანი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ეთიკურ აქტებს.ვისწავლეთ სად არის განთავსებული პოპულარული საძიებო საიტები.ვისწავლეთ კალენდრისა და რუკის მოხმარება.აგრეთვე დისკზე ახალი დოკუმენტის ატვირთვა, გაზიარება და ჯგუფური რედაქტირება.

1.03.2017

Sunday, March 26, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

შევქმენით შეფასების დროში გაწერილი გეგმა.აგრეთვე მიზნის შესაბამისი ფორმა-მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა.ავირჩიეთ რესურსები ბმულის დახმარებით.ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაცია .
26.03/2017